Accessibility links

გადადგა უკრაინის ეკონომიკის მინისტრი


უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა პავლო შერემეტმა თანამდებობა დატოვა. როგორც როიტერსის ინფორმაციაშია ნათქვამი, ამის მიზეზი გახდა შერემეტის იმედგაცრუება იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ეკონომიკური რეფორმების გატარება. ხოლო საკუთარ ფეისბუკზე შერემეტმა დაწერა, რომ მას აღარ აქვს სურვილი „ებრძოლოს გუშინდელი დღის სისტემას.“ შერემეტი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ დაინიშნა, თუმცა ქვეყანაში დღითიდღე უარესდება ეკონომიკური ვითარება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ სამთავრობო ძალების ბრძოლამ სეპარატისტულად განწყობილ ძალებთან ქვეყნის აღმოსავლეთში გამოფიტა ეკონომიკა და გაართულა რეფორმების გატარება. უკრაინის ეკონომიკა მეორე კვარტალში 4.7 %-ით, ხოლო საწარმოო მოცულობა კი ივლისში 12 პროცენტით შემცირდა.

XS
SM
MD
LG