Accessibility links

პაკისტანის პრეზიდენტმა გადადო გამოსვლა პარლამენტში


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა გადადო 21 აგვისტოს დაგეგმილი საგანგებო მიმართვა, რომელშიც უნდა შეეფასებინა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური კრიზისი. შარიფმა გამოსვლა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად დაუშვებლად ცხადდება პრეზიდენტის გადადგომა და პარლამენტის დაშლა, თუკი ქუჩის პროტესტი ანტიკონსტიტუციურ ფორმებს მიიღებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმრან ხანი და პოპულისტი სასულიერო პირი ტაჰირ ულ ყადრი, რომლებიც საპროტესტო მოძრაობას ხელმძღვანელობენ, უარს ამბობენ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გამართონ მთავრობის წამომადგენლებთან. იმრან ხანი კი თავის მხრივ იმუქრება, რომ შტურმს განახორციელებს ნავაზ შარიფის ოფისზე, თუკი ის თანამდებობას არ დატოვებს.

XS
SM
MD
LG