Accessibility links

logo-print

ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა


სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის სომეხ კოლეგას ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბრის თემა იყო ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესება, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების და სატრანსპორტო კომუნიკაციების მოდერნიზებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა კი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და წარმატებული უწოდა ორი ქვეყნის თანამშრომლობას სავაჭრო ურთიერთობებს. „ჩვენ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42 პროცენტით, ხოლო გასულ წელს 50 პროცენტით, თუ შევადარებთ 2012 წელს.“ ორი ქვეყნის მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი „მშვიდობის ხიდის“ მშენებლობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორ-სამ დღეში მოხდება საქართველოს გავლით სომხეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება, რაც შეწყდა ყაზბეგის რაიონში ჩამოწოლილი მეწყერით გამოწვეული მილსადენის დაზიანების გამო.

XS
SM
MD
LG