Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვარი გადაკვეთა რუსეთის პირველმა ჰუმანიტარულმა ტვირთმა


ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა პირველმა რუსულმა სატვირთომ გადაკვეთა რუსეთ-უკრაინის საზღვარი და უკრაინის გამშვებ პუნქტთან გაჩერდა. 280 სატვირთოსაგან შემდგარი კოლონა, რომელიც დონბასის მოსახლეობის დასახმარებლად განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით არის დატვირთული, - უკრაინის მიმართულებით 12 აგვისტოს დაიძრა. კოლონას თანა ახლავს საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ისინი იმყოფებიან დონეცკში, სადაც ჰუმანიტარულ ტვირთს ელიან. უკრაინის სამხედრო სარდლობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ ლუგანსკთან ახლოს სეპარატისტების სროლის შედეგად სამი დევნილი დაიღუპა. წუხელ გამართულ ბრძოლებში უკრაინის არმიამ კიდევ 5 მებრძოლი დაკარგა.

XS
SM
MD
LG