Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა პარლამენტი დაითხოვოს


უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის თანახმად, პეტრო პოროშენკო მომვალ კვირაში აპირებს გამოსცეს განკარგულება ქვეყნის პარლამენტის „ვერხოვნა რადას“ დაშლის შესახებ. როგორც ოლეჰ მედვედევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ვინაიდან იწურება პარლამენტში ახალი კოალიციის ჩამოყალიბებისათვის საჭირო 30 დღიანი ვადა „უკრაინის პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი.“ 24 ივლისს უდარმა და სვობოდამ მმართველი კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. კოალიციის მესამე წევს პარტია „ბატკივშჩინას“ კი არ სურს ახალი კოალიციის ფორმირება იანუკოვიჩის „რეგიონთა პარტიისა“ და კომუნისტური პარტიის წევრ დეპუტატებთან.

XS
SM
MD
LG