Accessibility links

logo-print

პოროშენკო აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრაზე მეამბოხეების გაყვანაზე ისაუბრებს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართოს თხოვნით პრო-მოსკოვურად განწყობილი მეამბოხეების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე. პოროშენკო და პუტინი შეხვედრას გამართავენ მომავალ კვირაში, ბელორუსიაში, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო კავშირის შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის მაღალჩინოსნები დაესწრებიან. პოროშენკოს ვებსაიტზე გავრცელდა სიტყვები, რომ უკრაინის მხარე მოითხოვს მეამბოხე მებრძოლების უკრაინიდან გაყვანას. „დარწმუნებული ვარ წარმატებას მოვიპოვებთო“, აცხადებს პრეზიდენტი. განცხადების გამოქვეყნების მომენტში რამდენიმე დღიანი შეფერხების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში გადასვლისთვის მზად იყო პირველი სატვირთო მანქანა, რომლითაც, რუსეთის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვთ. 250-ზე მეტი მანქანისგან შემდგარი კონვოი გაჩერებულია საზღვარზე, რადგან უკრაინა შიშობს, რომ კონვოი შეიძლება პრო-რუსულად განწყობილი მებრძოლების მოსამარაგებლად იყოს გამოყენებული. წითელი ჯვრის წარმომადგენლის, ლორენ კორბაზის განცხადებით, დახმარების ადგილზე ჩატანა „მალე დაიწყება - იმედია უკვე ხვალ“. ასეთ ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებებს დღეს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG