Accessibility links

logo-print

აშშ-მა ჟურნალისტის სიკვდილის გამოძიება დაიწყო


აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ ჰოლდერმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში აღიძრა საქმე ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის მკვლელობაზე. ფოულის სირიაში თავი მოჰკვეთეს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ექსტრემისტებმა, რომლებმაც შემდეგ მკვლელობის ვიდეო ინტერნეტში განათავსეს და გამოვიდნენ აშშ-სთვის სამაგიეროს გადახდის მოწოდებით, ჩრდილოეთ ერაყში ისლამური სახელმწიფოს მეომრების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო. ნიღბიანი პირი, რომელმაც ფოული მოკლა, ბრიტანული აქცენტით ლაპარაკობს - რამაც გამომძიებლებს გაუჩინა ვარაუდი, რომ ის ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც ექსტრემისტულ ჯგუფს შეუერთდა. 20 აგვისტოს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულში სირიაში სპეცდანიშნულების რაზმი გაიგზავნა ფოულის და ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში მყოფი სხვა ამერიკელების გასათავისუფლებლად, მაგრამ რაზმმა მათი პოვნა ვერ შესძლო.

XS
SM
MD
LG