Accessibility links

logo-print

კუალა ლუმპურში ჩაასვენეს ივლისში დაღუპული მოქალაქეები


მალაიზიაში, კუალა ლუმპურში ჩაასვენეს ივლისში უკრაინის თავზე მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 20 მალაიზიელის გვამები და ფერფლი. მალაიზიის თვითმფრინავის საგანგებო რეისი 22 აგვისტოს ჩავიდა ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც მსხვერპლი გადაასვენეს. აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრი დაიღუპა. მათ შორის 43 მალაიზიელი იყო.

XS
SM
MD
LG