Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავი პილაიმ მწვავედ გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო


გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი ნავი პილაი, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, გაეროს უშიშროების საბჭოს მწვავედ აკრიტიკებს. პილაიმ უშიშროების საბჭო დაადანაშაულა იმაში, რომ ეს ორგანო ადამიანის ტანჯვაზე, გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე წინ მოკლევადიან გეოპოლიტიკურ პრობლემებსა და ვიწრო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს აყენებს ხოლმე. 21 აგვისტოს ნავი პილაი უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგა. ის 12 წლის განმავლობაში მსახურობდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე. მან განაცხადა, რომ კრიზისები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცააა - ავღანეთი, ერაყი და უკრაინა წარმოაჩენს საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხს. პილაიმ უშიშროების საბჭოს მოუწოდა ახლებურად უპასუხოს ადამიანის უფლებათა დარღვევებს მსოფლიოში და განსაზღვრული ვადებით სამეთვალყურეო მისიები განალაგოს. ნავი პილაიმ უშიშროების საბჭოს მოუწოდა აგრეთვე იარაღით ვაჭრობის შესახებ გაეროს ხელშეკრულების გაძლიერებისკენ.

XS
SM
MD
LG