Accessibility links

logo-print

უკრაინაში რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება შევა


რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების კოლონის პირველ მანქანებს დღეს შეეძლება უკრაინაში შესვლა. მანქანები დატვირთულია წყლით, გენერატორიებითა და საძილე ტომრებით. ტვირთი უკრაინის საბაჟოზე 21 აგვისტოს შევიდა. ჰუმანიტარული დახმარება განკუთვნილია ლუგანსკსა და სხვა რეგიონებში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. უკრაინის მხარე გულდასმით ამოწმებს რუსეთიდან მიმავალ ტვირთს, რადგან შიშობს ის არ იყოს გამოყენებული პრორუსულად განწყობილი მეამბოხეებისთვის საჭირო მასალის მისაწოდებლად. 270 სატვირთო მანქანა დღეებია უკრაინის საზღვართან ყოვნდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები გაჰყვებიან ჰუმანიტარული დახმარების კოლონას. ისინი მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ლუგანსკსა და კონფლიქტის სხვა არეალებში სურსათისა და სამედიცინო საშუალებების მწვავე დეფიციტია.

XS
SM
MD
LG