Accessibility links

logo-print

ჰუმანიტარული დახმარების პირველმა პარტია აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდა


ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი რუსული სატვირთო მანქანები, რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინისაკენ დაიძრნენ. როიტერსის ინფორმაციით, 70-მა სატვირთომ გადაკვეთა საზღვარი და მათ პრორუსულად განწყობილი მებრძოლების მცირე ჯგუფი მიაცილებს. საერთაშორისო წითელი ჯვრის ცნობით, კი მისი წარმომადგენლები აღარ მიყვებიან კოლონას „უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე მდგომარეობის გამო.“ ჰუმანიტარული კოლონის გადაადგილება გადაწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ „დაიღალა იმ მიზეზების მოსმენით, რასაც უკრაინის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების შესაფერხებლად იყენებდა.“ უკრაინა აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის სარჩულით მოსკოვი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების იარაღით მომარაგებას შეეცდება.

XS
SM
MD
LG