Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სამთავრობო ძალები განაგრძობენ იერიშებს ისლამისტების პოზიციებზე


ერაყის სამთავრობო ძალები და ქურთთა სამხედრო დაჯგუფება ფეშმერგა ერთობლივ ოპერაციას ახორციელებენ, რათა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისაგან გაათავისუფლონ და აღადგინონ კონტროლი ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ორი ქალაქზე. ერაყის უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოების წყაროების ცნობით, ოპერაციის მიზანია შესვლა ქალაქ საადიაში, რომელიც ირანის საზღვართან ახლოს, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. ქურთისტანის ძალები, აშშ-ის საავიაციო მხარდაჭერით მიუახლოვდნენ ქალაქ ჯავალას, რომელიც ბაღდადიდან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG