Accessibility links

ხელისუფლებამ უარყო რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში არეულობის შესახებ ინფორმაცია


რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში არეულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. მისი განცხადებით, დაწესებულებაში დაძაბული ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც მსჯავრდებულთა ახლობლები საპატიმროსთან შეიკრიბნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, იმის გამო, რომ შეკრებილთა რაოდენობა დიდი იყო, ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით გამოიძახა არა სპეცრაზმი, არამედ საპატრულო პოლიცია, რომელიც წესრიგს გარეთ იცავდა. სააგენტო ინტერპრესნიუსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეა პერტაიამ განუცხადა, რომ წუხელ მე-6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში იჩხუბა ორმა პატიმარმა, რომელთაგან ერთი მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG