Accessibility links

დარიალის ხეობაში გრძელდება ტერიტორიის გაწმენდა და გზის აღდგენა


ტერიტორიის გაწმენდა და გზის აღდგენა გრძელდება დარიალის ხეობაში, სადაც 20 აგვისტოს ღამით მეწყერი ჩამოწვა. გუშინ საღამოს მდინარე თერგმა ლარსთან მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე გამორიყა მეწყრის შედეგად დაღუპული, წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქის გვამი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი ადამიანი. საქართველოს და თურქეთის ორი მოქალაქე მეწყრის ჩამოწოლის მომენტში მუშაობდა მშენებარე ჰესის გვირაბში. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად ჩაკეტილი გზის გახსნას, სულ მცირე, ორი კვირა დასჭირდება, დაზიანებული გაზსადენის აღდგენას კი - ორი დღე. მეწყრის შედეგად სერიოზულად დაზარალდა ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტიც. მისი მუშაობის სწრაფად აღსადგენად ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG