Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გაიმართა სერჟ სარქისიანის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა


დღეს ერევანში გაიმართა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. საქართველოს პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური პოლიტიკა კიდევ უფრო გაღრმავდება. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, გალუსტ სააკიანს შეხვდა.

XS
SM
MD
LG