Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ათობით ადამიანი დაიღუპა მეჩეთზე თავდასხმის შედეგად


30-მდე კაცი დაიღუპა შიიტური ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ სუნიტურ მეჩეთის შიგნით ატეხილი სროლის შედეგად. ამ ინცინდენტის დეტალები უცნობია. მანამდე ერაყის ყველაზე გავლენიანმა სასულიერო ლიდერმა, დიდიმა აიათოლა ალი ალ სისტანიმ ყველა ერაყელს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა. ამგვარი მოწოდება სასულიერო ლიდერის სახელით მისმა თანაშემწემ ქარბალაში გამართული პარასკევის ლოცვის შემდეგ გააკეთა. სისტანის თანახმად, ყველა პოლიტიკურ ძალა ბაღდადში შეთანხმდა, რომ საჭიროა ქვეყნისათვის მისაღები მთავრობის ფორმირება. ერაყის სამთავრობო ძალები და ქურთების სამხედრო დაჯგუფება ფეშმერგა ერთობლივ ოპერაციას ახორციელებენ, რათა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისაგან გაათავისუფლონ და აღადგინონ კონტროლი ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ორი ქალაქზე. ოპერაციის მიზანია შესვლა ქალაქ საადიაში, რომელიც ირანის საზღვართან ახლოს, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. ქურთისტანის ძალები, აშშ-ის საავიაციო მხარდაჭერით მიუახლოვდნენ ქალაქ ჯავალას, რომელიც ბაღდადიდან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG