Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილი შიდა პატიმრობის პირობებს აპროტესტებს


გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელზეც უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ერთ დროს გავლენიანი ქალიშვილი აცხადებს, რომ ქალიშვილთან ერთა შიდა პატიმრობაში იმყოფება. ბიბისის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში გულნარა კარიმოვა ამბობს, რომ „მას და მის ქალიშვილს ძაღლზე უარესად ეპყრობიან.“ ერთ დროს უმდიდრესი 42 წლის გულნარა კარიომოვა, ძირითადად ევროპაში ცხოვრობდა მანამ, სანამ კორუფციული სკანდალის გამო არ დაიხურა მისი ბიზნესი, რასაც მისი მეგობრებისა და თანამშრომლების დაპატიმრება და მისი შიდა პატიმრობა მოჰყვა. გულნარა კარიმოვა აცხადებს, რომ იგი და მისი 16 წლის ქალიშვილი სახლში არიან გამომწყვდეულნი და არავითარი კონტაქტი არ აქვთ გარე სამყაროსთან.

XS
SM
MD
LG