Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენი ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატოსთან საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებასა და ასევე საქართველოს ძალისხმევაზე მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, მათ შორის აშშ-დან, რათა მიაღწიოს ეკონომიკის ზრდას. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამია, ჯო ბაიდენმა საუბარში როგორც ნატოში გაწევრიანების, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ საქართველოში რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობაზე და მოილაპარაკეს, რომ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ უკრაინასა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG