Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მერკელს: უკრაინისთვის დახმარების მიწოდებაში შეფერხება „მიუღებელია“


უკრაინა მოსკოვს „პირდაპირ ინტერვენციაში“ სდებს ბრალს მას შემდეგ, რაც რუსეთის სატვირთო მანქანების ჰუმანიტარულმა კოლონამ უკრაინის საზღვარი უნებართვოდ გადაკვეთა - თუმცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დახმარების ჩატანის პროცესში კიდევ უფრო მეტი შეფერხება „მიუღებელი“ იქნებოდა. რუსეთის ათობით სატვირთო მანქანა უკრაინის საზღვართან ერთი კვირის განმავლობაში იყო გაჩერებული. საზღვარი 22 აგვისტოს გადაიკვეთა - რასაც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უწოდა „საერთაშორისო კანონმდებლობის ღია დარღვევა“. 250-მდე სატვირთო მანქანისგან შემდგარმა კონვოიმ მოსკოვი 12 აგვისტოს დატოვა და გაემგზავრა აღმოსავლეთ უკრაინის იმ ადგილებისკენ, რომლებსაც პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინის ოფიციალური პირები ეჭვებს გამოთქვამდნენ და უარს აცხადებდნენ კონვოისთვის საზღვრის გადაკვეთის ნებართვის მიცემაზე, სანამ ტვირთი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა არ შეისწავლა. პუტინმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს უთხრა, რომ უკრაინის მხრიდან დროის გაფლანგვის გამო რუსეთმა კონვოის დანიშნულების ადგილას გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG