Accessibility links

logo-print

შიიტთა სულიერი ლიდერი ერაყელებს მოუწოდებს შეებრძოლონ „ისლამურ სახელმწიფოს“


ერაყის ყველაზე გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა, დიდმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ კვლავ მოუწოდა ყველა ერაყელს შეებრძოლონ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. სისტანიმ ეს მოწოდება გამოთქვა თანაშემწის შუამავლობით, ქარბალაში, პარასკევის ლოცვის შემდეგ. ამასთან, სისტანის განცხადებით, ბაღდადში ყველა მხარე შეთანხმდა „გამართული“ მთავრობის ფორმირების საჭიროებაზე. ერაყის სამთავრობო ძალებმა და პეშმერგას ქურთმა მებრძოლებმა 22 აგვისტოს დაიწყეს ოპერაციები ჩრდილოეთ ერაყში მდებარე, ამჟამად ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების ხელში მყოფ ორ ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად. ერაყის არმია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ერაყის საბრძოლო თვითმფრინავები, ირანის საზღვართან ახლოს, ქალაქ საადიასკენ დაიძრა. ერაყელი ქურთების ძალები, აშშ-ის საჰაერო ძალების დახმარებით, დაიძრნენ ბაღდადიდან 115 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ჯალავლასკენ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა 21 აგვისტოს განაცხადა, ექსტრემისტული ჯგუფი, ისლამური სახელმწიფო წარმოადგენს ყველაზე დიდი საფრთხეს, რაც კი გამოგვიცდიაო და დასძინა, რომ ჯგუფს ძალიან დიდი დაფინანსება აქვს.

XS
SM
MD
LG