Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუგანსკში მოკლეს ლიტვის საპატიო კონსული


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი აცხადებს, რომ ლუგანსკში პრო-რუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა გაიტაცეს და მოკლეს მისი ქვეყნის საპატიო კონსული. ლინკევიჩიუსმა ეს განცხადება ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა - „ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ლუგანსში ლიტვის საპატიო კონსული, ბატონი მიკოლა ზელენეცი იქ ტერორისტებმა გაიტაცეს და სასტიკად მოკლეს“. ლინკევიჩიუსი უკრაინის დედაქალაქ კიევში მიემართება. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG