Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნიტურ მეჩეთზე თავდასხმას 68 ადამიანი დახოცეს


ერაყის ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 68 ადამიანი დაიხოცა სუნიტურ მეჩეთზე თავდასხმისას ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში. პოლიციის ოფიცრის ცნობით, შეიარაღებული პირები შევიდნენ მეჩეთში და სროლა დაიწყეს. ინციდენტი მოხდა სოფელ იმამ ვაისში, ბაყუბასთან, ბაღდადიდან 120 კილომეტრში. სააგენტოებს მოჰყვათ ზოგიერთი წყარო, რომელთა თანახმად, თავდასხმა შიიტებმა მოაწყვეს, სხვები ვარაუდობენ, რომ გაერთიანება ისლამური სახელმწიფო დგას მომხდარის უკან. მასობრივი მკვლელობა მოხდა ირანში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ფონზე, როცა სუნიტურმა ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის და სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა. მის წინააღმდეგ ერაყის არმია და ქურთა რაზმები განაგრძობენ ბრძოლას აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით. ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ მოსულთან, სადაც ქურთთა რაზმებმა, მათივე ცნობით, რამდენიმე სოფელი დაიკავეს.

XS
SM
MD
LG