Accessibility links

ინდოეთის და პაკისტანის საზღვარზე სროლისას ორი პირი მოკლეს


პაკისტანის ხელისუფლებამ ინდოელ სამხედროებს ბრალი დასდო ორი სამოქალაქო პირის დახოცვაში პენჯაბის პროვინციის აღმოსავლეთში. მათი თქმით, ინციდენტი მოხდა სიალკოგის ოლქში, რომელიც ინდოეთის ჯამუს და ქაშმირის შტატს ესაზღვრება. ინდოეთის სამხედრო უწყებამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ინდოეთის ჯარმა ცეცხლი საპასუხოდ გახსნა მას მერე, რაც პაკისტანის სამხედროებმა ინდოეთის სასაზღვრო პუნქტს და სამ სოფელს აუტეხეს სროლა. მათი ცნობით, ერთი ინდოელი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი დაიჭრა. ინდოეთი და პაკისტანი ხშირად აბრალებენ ერთმანეთს 2003 წელს დადებული ზავის დარღვევას.

XS
SM
MD
LG