Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობა


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო აშშ-ის ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის „საზარელი და მხდალური“ მკვლელობა ისლამური სახელმწიფოს მიერ. 22 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მებრძოლები და მათი იდეოლოგია არის მიუღებელი და მასთან ბრძოლაა საჭირო. ისლამურმა სახელმწიფომ ამ კვირაში გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოჰკვეთეს თავი ფოლის და როგორ ემუქრებიან იგივეთი მეორე ამერიკელ ჟურნალისტს, სტივ სოტლოფს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მზად არის, დამატებითი ნაბიჯები გადადგას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის არ შეიზღუდავს თავს ერაყი-სირიის საზღვრით. თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ, ბენ როდისმა თქვა, რომ ფოლის მკვლელობა ტერორისტული თავდასხმაა აშშ-ზე. როდისის თქმით, გაერთიანება ახლა უფრო საშიშია, ვიდრე ექვსი თვის წინ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში გაამხილეს, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ გატაცებული ამერიკელი მძევლების განთავისუფლების ოპერაცია ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG