Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადსა და თიქრითში თვითმკვლელებმა ორი აფეთქება მოაწყვეს


ბაღდადის ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო. შედეგად დაიხოცა რვა ადამიანი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, მსგავსი აფეთქება მოხდა თიქრითში, სადაც ცხრა სამხედრო დაიხოცა. ბაღდადში ინციდენტის მომწყობი ავტომანქანით შეიჭრა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ აიფეთქა თავი. მ შემთხვევაში დახოცილები სამოქალაქო პირები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან. 20 ადამიანი დაშავდა. თიქრითში იერიშის სამიზნე შიიტი შეიარაღებული რაზმელები იყვნენ.

XS
SM
MD
LG