Accessibility links

logo-print

თურქმენებმა იშვიათი წინააღმდეგობა გაუწიეს მთავრობის სურვილს


მოქალაქეთა იშვიათი პროტესტი მოჰყვა თურქმენეთის დედაქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი ქუჩის ერთ-ერთი შენობაში, ხალხს მოეხსნა კონდიციონერები თავიანთი ბინების ფანჯრებიდან. ამ ბინების ფანჯრები გადაჰყურებს ბაბა ანანოვის ქუჩას. მიზეზი კონდიციონერების მოხსნის აუცილებლობისა, ხალხს არ გააცნეს. როცა 23 აგვისტოს შენობასთან მივიდა ტექნიკა კონდიციონერების დემონტირებისთვის, დაახლოებით 50 კაცმა გზა გადაუღობა ამწე კრანებს და არ მისცეს საშუალება, მისულიყვნენ შენობასთან. მუშებმა და კრანებმა იქაურობა დატოვეს. რადიო თავისუფლებას ქუჩის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ არ დაუშვებენ კონდიციონერების მოხსნას. ზოგიერთი გამოვიდა მოწოდებით, რაიონის გამგებელთან მისულიყვნენ და პროტესტი გამოეცხადებინათ მათი კონდიციონერების თაობაზე. ზაფხულში აშხაბადში ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს ხოლმე.

XS
SM
MD
LG