Accessibility links

ირანის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა


ირანის პრეზიდენტი მომავალ თვეში რუსეთს ეწვევა და კასპიისპირა ქვეყნების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ირანის პრეს-ტი-ვი იტყობინება, რომ ჰასან როჰანი რუსეთის ქალაქ ასტრახანში ჩავა 29 სექტემბერს, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, რუსეთის და თურქმენეთის ლიდერების მეოთხე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. მათი მოლაპარკების თემა კასპიის ზღვის ტერიტორიის და რესურსების განაწილებაა. მათი წინა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. იმავე პერიოდში მოსკოვში ჩავა ჯავად ზარიფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

XS
SM
MD
LG