Accessibility links

logo-print

ისრაელის ბოლო თავდასხმისას ღაზაში სამი პალესტინელი დაიხოცა


სამი პალესტინელი დაიხოცა და ათი დაშავდა ისრაელის საჰაერო თავდასხმისას ერთ-ერთ შენობაზე, ღაზის ცენტრში, 23 აგვისტოს დილით. 40-მდე ადამიანი დაშავდა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების იერიშისას ქალაქ ღაზაზე. ისრაელის არმიამ ეს დარტყმები დაიწყო, როცა ისრაელმა გაავრცელა ცნობა ისრაელის ერთ-ერთ სოფელში, ღაზის საზღვრის მახლობლად, ჭურვების დაშენის დროს პატარა ბიჭის დაღუპვის შესახებ. ისრაელის არმიის მიერ ივლისში დაწყებული სამხედრო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში ორი ათასამდე ადამიანი დაიხოცა და ათი ათასი დაშავდა. ისრაელის თანახმად, მან თავდასხმები დაიწყო ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ჭურვების და რაკეტების გატყორცნის საპასუხოდ. ისრაელის მხარეს დახოცილთა რიცხვი რამდენიმე ათეულია, უპირატესად ჯარისკაცები. 22 აგვისტოს ჰამასმა სიკვდილით დასაჯა 18 პალესტინელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ისრაელისთვის ჯაშუშობაში. ეს აქტი მოხდა მას მერე, რაც ისრაელმა ჰამასის სამ მეთაურზე მოაწყო თავდასხმა.

XS
SM
MD
LG