Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა სამოქალაქო ბირთვული ობიექტების საწვავის საწარმო გახსნა


ირანმა სამოქალაქო ბირთვული ობიექტების საწვავის საწარმო გახსნა, იტყობინება, ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი, ალი აქბარ სალეჰი. მისი თქმით, საწარმო ისპაჰანში ურანის ზეჟანგს გამოუშვებს, რომელიც მაქსიმუმ ხუთ პროცენტით იქნება გამდიდრებული. მან აღნიშნა, რომ ამ დონეზე გამდიდრებული ურანი არ იქნება ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოსადეგი. საწარმოს გახსნა ნაწილია შუალედური მორიგებისა ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის. ეს მორიგება გულისხმობს ირანის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შერბილებას ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაში შემობრუნების საპასუხოდ. 23 აგვისტოს ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ გაეროს ინსპექტორებმა ფარჩინის სამხედრო ბაზა მოინახულონ. ეჭვი აქვთ, რომ იქ ირანი ინახავს ბირთვულ კომპონენტებს, რომლებიც იარაღის შექმნისთვის გამოიყენება.

XS
SM
MD
LG