Accessibility links

ჩინეთში სინიანის პროვინციაში რვა ადამიანი დასაჯეს სიკვდილით


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 23 აგვისტოს რვა ადამიანი დასაჯეს სიკვდილით სინიანის პროვინციაში. მათ ტერორიზმი ბრალდებოდათ. ცნობაში არ არს ნათქვამი, იყვნენ თუ არა სიკვდილ- მისჯილები იუღურები, სინიანის პროვინციის არაჩინური მოდგმის მაჰმადიანები. დასჯილების გვარები იუღურულად ჟღერდა. ბოლო ხანს იუღურთა ჯგუფებმა თავდასხმები მოაწყვეს პოლიციაზე და მათთან ერთად იმ რეგიონში მცხოვრებ ჰანის ჩინელებზე. იუღურები შიშობენ, რომ ჰანის ჩინელების რაოდენობის სწრაფი ზრდა სინიანში მათ კულტურას და ტრადიციებს ემუქრება.

XS
SM
MD
LG