Accessibility links

logo-print

უკრაინამ სამხედრო აღლუმით აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე


უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო აღლუმით აღნიშნა დამოუკიდებლობის 23-ე წლისთავი, რომელსაც ახლავს უკრაინის არმიის მძიმე საბრძოლოს მოქმედებები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. უკრაინის ცენტრში „მაიდანზე“ მძიმე ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მონაწილეობით გამართული სამხედრო აღლუმი ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩაიბარა. „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ შორს გასცდა ორმხრივი დაპირისპირების ფარგლებს. იგი გლობალური წესრიგის საფუძვლებს ანგრევს, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს, საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას. პირდაპირ ევროპის ცენტრში, 21-ე საუკუნეში ომის გამოუცხადებლად სუვერენული ქვეყნის საზღვარზე გადასვლის თავხედურ მცდელობას აქვს ადგილი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში პირობა დადო, რომ მსვლელობაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა მისი ბრძანებით ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალების დასახმარებლად გაიგზავნება, ხოლო 2015-2017 წლებში ქვეყანა სამხედრო ძალების მოდერნიზებაზე 3 მილიარდ დოლარს დახარჯავს. უკრაინის დამოუკიდებლობა აღინიშნება იმ დროს, როდესაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. 24 აგვისტოს დონეცკში საარტილერიო იერიშების შედეგად ცენტრალური საავადმყოფოს მორგი და ორი კორპუსი დაინგრა. მედპერსონალი და პაციენტები უვნებლად გადარჩნენ, რათა მათი სარდაფებში ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

XS
SM
MD
LG