Accessibility links

logo-print

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში 7 სართულიანი კომერციული შენობა დაანგრია


ღაზის პოლიციის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო-საავიაციო იერიშის შედეგად ქალაქ რაფაში მთლიანად დაინგრა შვიდსართულიანი შენობა, რომელშიც კომერციული ოფისები მდებარეობდა. კომერციულ ცენტრზე იერიში 24 აგვისტოს განხორციელდა. თავდაპირველად არ გავრცელებულა ცნობა ინცინდენტის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. დანგრეული შენობის ერთ-ერთ სართულზე განლაგებული იყო "საგარეო საქმეთა სამინისტრო", რომელსაც სათავეში ჰამასის წარმომადგენელი უდგას. საავადმყოფო დაწესებულების წყაროს ცნობით, საავიაციო იერიში განხორციელდა ასევე ქალაქ ღაზაში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ სირიიდან ხუთი რაკეტა ესროლეს ისრაელის მიერ ანექსირებულ გოლანის სიმაღლეს, თუმცა რაკეტები ცარიელ ადგილზე ჩავარდნენ. ეგვიპტემ მოუწოდა ისრაელსა და პალესტინას, რათა განაახლონ კაიროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG