Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 2 სექტემბერს გაიმართება


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ მისი მემკვიდრე საპრეზიდენტო ოფისს სავარაუდოდ 2 სექტემბერს დაიკავებს. კარზაის ადმინისტრაციის მიერ 23 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2 სექტემბერს ჩაატაროს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და რომ ეს თარიღი არ უნდა შეიცვალოს. თუმცა, კარზაის განცხადების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ დასრულებულა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გადათვლის პროცესი. საარჩევნო კომისიის თანახმად გადათვლილი ბიულეტენების 60 პროცენტი. ორმა მეტოქემ პრეზიდენტის პოსტზე აბდულა ბადულამ და აშრაფ ღანიმ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირების შესახებ.


XS
SM
MD
LG