Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ისრაელის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო


ირანი აცხადებს, რომ 24 აგვისტოს ქვეყნის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს სავარაუდოდ ისრაელის უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში და ნეთენზის ბირთვულ საწარმოს თავზე დაფრინავდა. ირანის ელიტური რევოლუციური გვარდიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო ისრაელის „სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავი.“ ირანის ამ განცხადებას არ მოჰყოლია სწრაფი რეაქცია ისრაელისაგან. ნეთენზში არის განლაგებული ირანის ურანის გამამდიდრებელი ძირითადი საწარმო.

XS
SM
MD
LG