Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ახლოსაა ჟურნალისტ ფოულის მკვლელის ვინაობის დადგენასთან


ბრიტანეთი აცხადებს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები ძალიან ახლოს არიან იმასთან, რომ დაადგინონ იმ ნიღბიანი სავარუდო ბრიტანეთის მოქალაქის ვინაობა, რომელმაც თავი მოჰკვეთა ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის. პიტერ ვესტმაკოტმა, ბრიტანეთის ელჩმა აშშ-ში 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება იყენებს ხმის ამომცნობ მოწყობილობას, რათა იპოვოს ის ნიღბიანი, დანით შეიარაღები კაცი, რომელიც ლონდონური აქცენტით იმუქრება. 19 აგვისტოს გაავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც ნიღბიანი შეიარაღებული პირი მუქარის სიტყვებს წარმოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ობამას მისამართით და შემდეგ თავს აჭრის ხელფეხშეკრულ ჟურნალისტს. ბრიტანულმა გაზეთებმა 24 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოძიება იმ რამდენიმე ბრიტანელ ჯიჰადისტზე გავიდა, რომლებიც, სავარაუდო, სირიის რაქას რაიონში იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG