Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა


რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში

აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა 50,57 %-ით იმარჯვებს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ხმათა 50% პლიუს ერთი ხმა. ხაჯიმბას მთავარმა კონკურენტმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასლან ბჟანია ხმათა 35.91 % დააგროვა. აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG