Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საზღვარი რუსეთიდან გადაკვეთა დაჯავშნული მანქანების კოლონამ


უკრაინა აცხადებს, რომ მისმა მესაზღვრეებმა შეტევა განახორციელეს ათობით დაჯავშნული ავტომანქანის კოლონაზე, რომელიც რუსეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის, ლეონიდ მატიუხინის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სეპარატისტების კოლონა შეიჭრა რაიონში, რომელიც მდებარეობას დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მახლობლად. მატიუკოვის თქმით, კოლონა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და ახლა ბრძოლა მიმდინარეობს. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ბრძოლების ფონია მზადება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისათვის, რომელიც 26 აგვისტოს მინსკში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის წარმომადგენლებიც.

XS
SM
MD
LG