Accessibility links

logo-print

ირანი აპირებს პალესტინელებისთვის მეტი იარაღის მიწოდებას


ირანი აცხადებს, რომ დააჩქარებს ზომებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებისათვის იარაღის მისაწოდებლად. ირანის ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ირანში გააგზავნა ჯაშუში უპილოტო თვითმფრინავი. ირანის ელიტური „რევოლუციური გვარდიის“ საჰაერო ძალების სარდლის, ამირ ალი ჰაიზადეჰის თქმით, ირანი დააჩქარებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის შეიარაღებას და იტოვებს საპასუხო ზომების მიღების უფლებას. ჰაიზადეჰის ეს განცხადება დღეს გამოქვეყნდა „რევოლუციური გვარდიის“ ვებსაიტზე. ხოლო გუშინ თეირანმა გამოაცხადა რომ ისრაელის ჯაშუში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ირანში, ნატანცის საწარმოს თავზე. ნატანცის ამ საწარმოში ხდება ურანის გამდიდრება. ისრაელი არ გამოხმაურებია ცნობას მისი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე.

XS
SM
MD
LG