Accessibility links

პაკისტანის პრემიერ-მინისტრს მორიგი ულტიმატუმი წაუყენეს


პაკისტანში ოპოზიციის ლიდერმა, კრიკეტის ყოფილმა ვარსკვლავმა იმრან ხანმა ახალი ულტიმატუმი წაუყენა პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს, გადადგომის მოთხოვნით. ამასობაში, დედაქალაქ ისლამაბადში გრძელდება საპროტესტო აქციები. მხარდამჭერებისადმი მიმართვაში, იმრან ხანმა კვირას თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს 24-საათიან ვადას აძლევს გადასადგომად და თუ არ გადადგა, ოპოზიციური პარტია „ტაჰრიკ-ე-ინსაფი“ გააკეთებს განცხადებას თავისი შემდეგი ნაბიჯის შესახებ. იმრან ხანი და პოპულისტი სასულიერო პირი ტაჰირ-ულ-ყადრი 15 აგვისტოდან უძღვებიან მრავალათასიან დემონსტრაციებს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. 23 აგვისტოს უშედეგოდ დსრულდა მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი. გასულ კვირაში იმრან ხანმა 48-საათიანი ვადა მისცა პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ ულტიმატუმი გაუქმდა მოლაპარაკების დაწყების შემდეგ. ოპოზიცია ნავაზ შარიფს კორუფციაში და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG