Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ჩრდილოეთ კალიფორნიაში ექვს ბალამდე მაგნიტუდის მიწისძვრა მოხვდა. დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები, ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა ბიძგებმა დააზიანა სახლები. ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ არ ვრცელდება, თუმცა არიან დაშავებულები. როგორც ტელეკომპანი სი-ენ-ენ-ი კალიფორნიის მოსახლეებზე დაყრდნობით იუწყება, მიწისქვეშა ბიძგებს ისინი ადარებენ 1989 წლის მიწისძვრას, რომლის დროსაც დაიღუპა ათობით და დაზიანება მიიღო 4000-მდე ადამიანმა.

XS
SM
MD
LG