Accessibility links

logo-print

ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 722 სამხედრო დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 722 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ტვიტერის გვერდზეა აღნიშნული. ამავე უწყების ინფორმაციით, პრორუს ტერორისტებთან ბრძოლებში უკრაინის 2625 სამხედრო დაიჭრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ პრორუს ტერორისტებთან ბრძოლაში ხუთი უკრაინელი სამხედრო დაკარგა, რვა კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG