Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: გამოკითხულთა 40%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება


საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, გამოკითხულების 40% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს გამოკითხვა 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში აწარმოა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, NDI-მ. გამოკითხვის დროს რესპონდენტებისათვის დასმულ შეკითხვებს შორის იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თემაც. გაირკვა, რომ გამოკითხულთა 69% ამართლებს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას და 8% არ ამართლებს; 22%-მა არ იცის, თუ როგორ შეაფასოს ეს მოვლენა. გამოკითხვამ აჩვენა ასევე, რომ 20%-მდე არის გაზრდილი იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ემხრობიან რუსეთის მიერ დაფუძნებულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ეს მონაცემი 2013 წლის ნოემბერში 11%-ს და 2014 წლის აპრილში 16%-ს შეადგენდა. NDI-ის კვლევის შედეგები დღეს თბილისში წარმოადგინა ამ ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტინა ვილფორმა. ცნობების თანახმად, ვილფორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყოფილმა დირექტორმა ლუის ნავარომ, გარდა იმისა, რომ საქართველოდან გაემგზავრა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დატოვა.

XS
SM
MD
LG