Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთი ულტიმატუმი წაუყენეს


პაკისტანში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, სასულიერო პირი ტაჰირ-ულ-ყადრი აცხადებს, რომ მზად არის სიკვდილისათვის, თუ პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი 48 საათში არ გადადგება. ამის შესახებ მან განაცხადა ისლამაბადში, პარლამენტის შენობასთან ათასობით დემონსტრანტის წინაშე გამოსვლისას. მან დემონსტრანტებს აჩვენა თეთრი სუდარა და თქვა, რომ სუდარა ან მისთვის იქნება, ან შარიფის მთავრობისათვის. ტაჰირ-ულ-ყადრი ამ ულტიმატუმით გამოვიდა რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციის სხვა ლიდერის, იმრან ხანის ულტიმატუმის ამოწურვამდე. იმრან ხანიც პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ოპოზიცია კორუფციასა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს.

XS
SM
MD
LG