Accessibility links

უკრაინაში ებრძვიან რუსეთიდან შეჭრილი ჯავშანმანქანების კოლონას


უკრაინა აცხადებს, რომ მისმა მესაზღვრეებმა შეტევა განახორციელეს ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონაზე, რომელიც რუსეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე. მანამდე რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ აპირებს კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნას უკრაინაში. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის, ლეონიდ მატიუხინის თქმით, 25 აგვისტოს ათობით ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორის კოლონამ გადაკვეთა საზღვარი ქალაქ მარიუპოლის მახლობლად და „მიმდინარეობს ბრძოლა“. დაპირისპირების ფონია მზადება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისათვის, რომელიც 26 აგვისტოს მინსკში გაიმართება, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის წარმომადგენლებიც. ცნობების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 აგვისტოს მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ კიევი ითანამშრომლებს რუსეთის მეორე ჰუმანიტარული კოლონის საკითხში. კიევმა და დასავლეთმა მკაცრად დაგმეს რუსეთი, როცა მან სატვირთო ავტომანქანების კოლონა შეაგზავნა უკრაინაში, კიევის თანხმობისა და „წითელი ჯვრის“ თანხლების გარეშე.

XS
SM
MD
LG