Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო „უკიდურესად შეშფოთებულია“ უკრაინში რუსეთის ტანკების შესვლით


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო „უკიდურესად“ შეშფოთებულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის ტანკების განთავსებით და კრემლის მუქარით, რომ გაგზავნის კიდევ ერთ სამხედრო კოლონას უმეთვალყუროდ უკრაინაში, რასაც მოსკოვი „ჰუმანიტარულ დახმარებად“ ასაღებს. პოროშენკომ ეს განაცხადა ერთი დღით ადრე, ვიდრე ის ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის, ლეონიდ მატიუხინის თქმით, 25 აგვისტოს ათობით ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორის კოლონამ გადაკვეთა საზღვარი ქალაქ მარიუპოლის მახლობლად და „მიმდინარეობს ბრძოლა“. უკრაინის არმიის წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს თანახმად, უკრაინის სასაზღვრო დაცვამ რუსეთის კოლონა შეაჩერა ნოვოაზოვსკთან, აზოვის ზღვისპირეთში. კიევის ბრალდებებს რუსეთი უარყოფს. მინსკის შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის კრიზისს. სხვათა შორის ბელორუსიის დედაქალაქში მოელიან ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ იოტინგერს და ვაჭრობის კომისარს, კარელ დე ხუხტს.

XS
SM
MD
LG