Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიაში ებოლამ ექიმი შეიწირა ექსპერიმენტული მკურნალობის მიუხედავად


ლიბერიელი ექიმი, რომელიც ებოლით იყო დაავადებული, და რომელსაც ექსპერიმენტული საშუალებით მკურნალობდნენ, 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ამ ექსპერიმენტული წამლის, ZMepp-ის მიმართ ინტერესი იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი ამერიკელი მოქალაქე, რომლებიც დასავლეთი აფრიკიდან სამშობლოში გადაიყვანეს და ამ მედიკამენტით უმკურნალეს, მომჯობინდნენ. არ არის ცხადი, უშველა თუ არა მათ უშუალოდ ექსპერიმენტულმა წამალმა. წელს ებოლამ 1400 ადამიანი იმსხვერპლა გვინეაში, ლიბერიაში, სიერა ლეონეში, ასევე ხუთი ადამიანი ნიგერიაში.

XS
SM
MD
LG