Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ პარლამენტის დათხოვნის განკარგულება გასცა


უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პარლამენტის დაშლის შესახებ. ეს ნაბიჯი გზას უხსნის უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას, რაც 26 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. პოროშენკომ გადაწყვეტილების შესახებ ტუიტერით გაავრცელა ცნობა და დაწერა , რომ მივიღე გადაწყვეტილება ვადაზე ადრე შევუწყვიტო პარლამენტს უფლებამოსილებაო. უკრაინის კანონით, არჩევნები ასეთი აქტიდან 60 დღეში უნდა ჩატარდეს. პოროშენკოს განკარგულება მოჰყვა მის სატელეფონო საუბარს ევროპის კავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან უკრაინის ვითარების და იმის გამო, რომ ის ერთობ შეშფოთებულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის ტანკების შეჭრის გამო. პეტრო პოროშენკო 26 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

XS
SM
MD
LG