Accessibility links

logo-print

უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს რუსეთის სამხედროები


25 აგვისტოს უკრაინის სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს რუსეთის სამხედროები. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ფეისბუკში დაწერა, რომ დაკავებული რუსი სამხედროები ოფიციალურად რუსეთის სხვადასხვა რაიონში წვრთნებზე იმყოფებიან. მინისტრმა რუსეთის სამხედროების ნათესავებს მოუწოდა დაადგინონ მათი ახლობლების სამხედრო სამსახურის ნამდვილი ადგილი. მანამდე, ორშაბათსვე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ზერკალნისთან რუსეთის 10 სამხედროს დაკავების შესახებ. ყველა მათგანი საჰაერო სადესანტო ძალების ერთი სვირის 98-ე დივიზიის წევრები არიან. მათ თან ჰქონდათ დოკუმენტები და იარაღი. რუსეთის სამხედროების ჩვენების თანახმად, 24 აგვისტოს ღამით განგაშით გააღვიძეს და უბრძანეს რამდენიმე ათეული საბრძოლო მანქანის კოლონის შემადგენლობაში გადაადგილებულიყვნენ. მხოლოდ ოფიცრებს აცნობეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეჭრილიყვნენო, იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური.

XS
SM
MD
LG