Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველის სახელობის პრიზის ფინალისტები გამოვლინდებიან


26 აგვისტოს პრაღაში საკონკურსო კომისია გამოავლენს ვაცლავ ჰაველის სახელობის პრიზზე წარდგენილ ნომინანტთა შორის სამ ფინალისტს. მათი ვინაობა დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. კომისიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და მასში ადამიანის უფლებათა ექვსი ექსპერტია გაერთიანებული. 28 სექტემბერს საკონკურსო კომისია გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც 29 სექტემბერს გამოაცხადებს. ვაცლავ ჰაველის სახელობის პრიზით აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვისათვის გამორჩეული სამოქალაქო აქტივობა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ ჯილდოს გადასცემს ყოველწლიურად და მას თან ახლავს ფულადი პრიზი - 60 ათასი ევრო. პირველად ეს პრიზი 2013 წელს ბელორუს აქტივისტ ალეს ბიალიაცკის გადაეცა. 2013 წელს ვაცლავ ჰაველის პრიზზე წარდგენილ სამ ფინალისტს შორის დაასახელეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

XS
SM
MD
LG