Accessibility links

Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს მაჩვენებელი


საქართველოს მაჩვენებელი გააუმჯობესა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. "ეს ძალიან სასიხარულოა ქვეყნისთვის და კარგია, არა მხოლოდ სახელმწიფო სესხების ნაწილში, არამედ კომპანიებისთვისაც, რომლებსაც გაცილებით გაუადვილდებათ საკრედიტო რესურსის მოზიდვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს შეეხება როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე კომპანიებს, რომლებსაც უცხოელ პარტნიორებთან საკრედიტო ურთიერთობა აქვთ.

XS
SM
MD
LG